,,აზოვსტალის” ქარხანაზე შეტევა გრძელდება

მარიუპოლში მდებარე ,,აზოვსტალის” ქარხანა კვლავ იბომბება.  ქარხნის ტერიტორიიდან განხორცილებული ევაკუაციის მიუხედავად,  ოკუპანტები ტერიტორიაზე დარჩენილი სამხედროების ბლოკადას აგრძელებენ.

ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტების მიერ მარიუპოლში ჩამოგდებული ყველა ბომბის სიძლიერე ხიროსიმას და ნაგასაკის ატომური ბომბების სიძლიერეს აღემატება. ქალაქის მერმა ოკუპანტების უკრაინელი ერის წინაშე ჩადენილ გენოციდში დაადანაშუალა.

ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებშიც. მტერმა იერიში მიიტანა ქალაქ ბახმუტში, 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რომელის ნაწილიც მთლიანად განადგურდა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მაშვლებმა ნანგრევებიდან 6 ადამიანი ამოიყვანეს, მათ სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება.

 

მსგავსი თემები