„სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ უნდა დასრულდეს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს. მისი თქმით, გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ უნდა დასრულდეს.

„სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს. ამან პუტინი მხოლოდ გაათამამა. ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რაც უკრაინის მიმართ მეორეხარისხოვან მოპყრობას ცხადყოფს და უკრაინელების გრძნობებს შეურაცხყოფს“, – წერს დმიტრო კულება  Twitter-ზე.

მსგავსი თემები