,,პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან საზოგადოება მანდატს არ აძლევს”- ანრი ოხანაშვილი

  ,,გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის სამწუხარო რეალობა, როგორ შეიძლება, სუბიექტური       დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი გიხაროდეს და საზოგადოებას ტყუილს       აჟიტირებულად გადასცემდე,”- აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის     თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. დეპუტატის განცხადებით, პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან საზოგადოება მანდატს არ აძლევს.

„აქ საუბარი არ არის გემოვნებაზე, მოწონებაზე, პოლიტიკურ ინტერესებზე, საუბარია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად მათთვის ძვირფასია ეროვნული ინტერესები, როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ამას ამბობდე და მეორე მხრივ, მიზანმიმართულად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდე, თითქოს, ქვეყნის პრემიერს ნატო-ს გენერალური მდივანი არ შეხვდა. ეს არის გულდასაწყვეტი, მაგრამ ამ დროს კარგი რაც ხდება, ისაა, რომ სახის წარმოჩენა ხდება, თუ ვისთან გვაქვს საქმე. პარტიულ ტელევიზიებსა და პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან, ამის გამო საზოგადოება მანდატს არ აძლევს, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – აღნიშნა  ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები