,,დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა”- გურამ მაჭარაშვილი

,,დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა”,-  ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა  გურამ მაჭარაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველზე საუბრისას განაცხადა.

ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, დერეკ შოლემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხიც განიხილეს.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გაიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით. შეიძლება რომელიმე მხარეს არ მოსწონდეს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ამისთვის არსებობს სხვა ინსტანციები. ყველა უნდა შეეგუოს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რაც შეეხება რეფორმებს, ეს გრძელდება და გაგრძელდება,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები