,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი არ არის რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის საკითხი.

„ის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოკლე გზა არ არსებობს, სამართლიანობის იმპერატივია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები