,,აქ არ არის კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილად რეაბილიტირებას”- გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

,,დღითი დღე მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ვინაიდან ჰოსპიტალში იმყოფება, მაინც იმედი გვაქვს, რომ ფეხზე მაინც შეძლებისდაგვარად წამოაყენებენ, მაგრამ ოჯახის პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ შუალედური ეტაპი, აუცილებლად უნდა მოხდეს საზღვარგარეთ გადაყვანა, ვინაიდან, აქ არ არის კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილად რეაბილიტირებას”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.

მსგავსი თემები