,,ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მანდატების დატოვება”- ზაალ უდუმაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობაში” საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ მსჯელობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვის ერთ-ერთ გზა სწორედ მანდატები დათმობაა.

,,ქვეყანაში არის ძალიან მძიმე და კრიზისული ვითარება, ამ დროს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მანდატების დატოვება. მე, ზოგადად, პარლამენტარიზმის მომხრე ვარ და ოპოზიცია პარლამენტში აქტიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ არ უნდა იქცეს ოპოზიცია შირმად იმისათვის რომ გააპრავოს მრავალპარტიული პარლამენტი ამ ხელისუფლების პირობებში,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი თემები