თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი სამშობლოში გადმოასვენეს

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან 18 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა საჭერ ვერ დაიმორჩილა და ბარდიულს შეეჯახა.

ავარიას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

აჭარის მთავრობის ცნობით, საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.

მსგავსი თემები