დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსული ძალების მიერ ნასროლი ჭურვის შედეგად ათი  მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა – აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსული მხარე ქალაქს პოპასნაიას მიმართულებიდან უტევს.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, მაშველებმა დონეცკის ოლქში, ნანგრევებში 35 წლამდე ქალისა და ჩვილის ცხედარი იპოვეს. უფრო ადრე კი, დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ლვოვზეც. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ვინიცაში, სადაც ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა.

მსგავსი თემები