აშშ უკრაინას 215 მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ უკრაინას გადაუდებელი სასურსათოს დახმარებისთვის დამატებით 215 მილიონი დოლარით დაეხმარება.   აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.

ბლინკენმა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ, სწრაფად მზარდ სასურსათო კრიზისთან გამკლავებაში.

„ველით, რომ ჩვენი კონგრესი ძალიან სწრაფად დაამტკიცებს დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარის ოდენობით დამატებით დაფინანსებას ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მსგავსი თემები