თურქეთში ქართველების მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა, არიან დაშავებულები, ერთი გარდაიცვალა

ქალაქ ტრაპიზონთან ავარია მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან, რომლებსაც დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაემგზავრა.

 

მსგავსი თემები