ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო

 

ამ წუთებში, თბილისში ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და მსვლელობით პარლამენტის მიმართულებით მიემართებიან.

აქციაში მონაწილეობას ღებულობენ მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, ხელოვანები, პოლიტიკოსები და ნიკა გვარამიას სხვა მხარდამჭერები. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედნიდან კი აქციის მონაწილეები „მთავარი არხისკენ“ დაიძრებიან.

მსგავსი თემები