მოსყიდვის ფაქტები და გარიგებები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ექიმთა გარკვეული კატეგორია გარიგებაში კონკრეტული მედიკამენტის  მწარმოებელ კომპანიებთან  და მისი „გასაღების“ მიზნით, პაციენტებს ამ კონკრეტულ პრეპარატებს უნიშნავს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ეს ჩვეულებრივი მოსყიდვაა.

„არის ჩვეულებრივი მოსყიდვის ფაქტები, როცა კონკრეტული იმპორტიორი კომპანიები ფარმაცევტული პროდუქციის გარიგებაში არიან ექიმების გარკვეულ ჯგუფებთან და იმ მედიკამენტების რეცეპტში ასახვა ხდება, რომელიც რა თქმა უნდა, შეიძლება მოქალაქეს სჭირდება, მაგრამ შეიძლება, იმდენი არ სჭირდება ან სხვა უკეთესია ფასით ან ხარისხითაც. მსგავსი  შემთხვევია უამრავი. უფრო მეტიც, ქეშბექების სახით პირდაპირ ბარათებზე ერიცხებათ ხელფასები, ეს პრაქტიკა დღეს არის, ამაზე სამინისტროც ინფორმირებულია,“ – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

მისი შეფასებით, უნდა გამოვლინდნენ ის ექიმები, რომლებიც პაციენტებს ერთიდაიგივე პრეპარატებს უნიშნავენ.

„ამ კუთხით დაგეგემილია რეფორმა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს გარკვეულ რისკ პროგრამის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც, შეიძლება გაწითლდეს იმ ექიმის მაჩვენებელი, რომელიც მუდმივად ერთი და იგივე წამალს ნიშნავს“ – განმარტავს ლექვინაძე.

 

მსგავსი თემები