„არაპროფესიონალიზნმი ან ზერელე დამოკიდებულება“ – ენერგო ომბუდსმენი „ყაზტრანგაზზე“

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პირველად დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ ეს იყო არაპროფესიონალიზმი ან საქმის მიმართ გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება. აღნიშნული განცხადება ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„აფეთქება მოხდა დახურულ სივრცეში რაც საგულისხმო იყი, რადგან ბოლო პერიოდში, რაც გაზს უკავშირდება, ყველა აფეთქება დახურულ სივრცეში ხდება. ამ შემთხვევაშიც ,მარტო სადარბაზოში დაგროვილი გაზი ვერ იქნებოდა ამხელა აფეთქების გამომწვევი მიზეზი. თუ გაზი დაგროვდა ადამიანებით სავსე სახლში, ჯერ ადამიანები იგუდებიან და შემდეგ ხდება აფეთქება. ლოგიკური იყო, რომ გაზის დაგროვება ხდებოდა იმ სახლში, სადაც ერთი-ორი დღის განმავლობაში არავინ იყო“- აღნიშნა ვარდიაშვილმა.

მისივე შეფასებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებმაც პრობლემა ვერ აღმოაჩინეს: „კონკრეტულ შემთხვევში, იყო გამოძახება, მივიდა ორი პირი და ფაქტია, რომ საფრთხის წყარო ვერ აღმოაჩინეს. როდესაც სპეციალისტი პრობლემას, საფრთხის წყაროს ვერ ადგენს, მიჩნდება სუბიექტური აზრი, რომ საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან – არაპროფესიონალიზმი და გამოუცდელობა ან გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება საქმიანობის მიმართ“.

სალომე ვარდიაშვილის შეფასებით, როცა სპეციალისტებმა გარე პერიმეტრზე პრობლემა ვერ ნახეს, მათ შიდა პერიმეტრზე უნდა გასჩენოდათ ეჭვი და კორპ0უსი შიგნიდან შეემოწმებინათ.

„როცა გამოცდილია ადამიანი, პროფესიონალიზმი გამოძახებაზე მიდის, შეიძლება, იმ წუთში გაზის სუნი გარე პერიმეტრზე ვერ დაფიქსირდეს. თუმცა, როცა მოსახლეობის მხრიდან არის ისტერიული მოთხოვნა და ზარები გაზის სუნთან დაკავშირებით, პროფესიონალი სპეციალისტს ეჭვი შიდა პერიმეტრზე უნდა ჰქონოდა. როცა გარე პერიმეტრზე ყველაფერი რიგზეა და ეჭვი არ გიჩნდება, რომ შიგნით ხდება რაღაც, ეს დაუდევრობაა. თუ ყველა მოსახლეს ვერ უკავშირდები, აუცილებლად უნდა გამორთო ავტომატურად კორპუსში შემავალი გაზის ჩამკეტი; უნდა დაუკავშირდე ელექტრო ენერგიის გამანაწილებელ კომპანიას და სთხოვო ელექტროენერგიის გათიშვა. როდესაც ამ მოქმედებებს არ ასრულებ, მიჩნდება განცდა, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი, გამოუცდელობა ან გულგრილობა“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები