ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემას გეგმავს

ევროკომისია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი მაკროფინანსური დახმარების გადაცემას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა.

„უკრაინა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება და იცავს ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ვიქნებით მათ მხარეს მთელი ამ ომის განმავლობაში და როდესაც ისინი თავიანთი ქვეყნის აღდგენას დაიწყებენ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, ვერსალის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას დაავალეს უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდაჭერის გეგმის შემუშავება, რაც ევროკომისიამ შეასრულა. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის რეკონსტრუქციის პრინციპები უნდა მოიცავდეს ინვესტიციებსა და რეფორმების მხარდაჭერას.

მსგავსი თემები