იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, –  აღნიშნული ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.

მსგავსი თემები