რუსეთი ქვეყნიდან დიპლომატებს აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა საფრანგეთის საელჩოს 34 თანამშრომელი და იტალიის საელჩოს 24 თანამშრომელი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ იტალიისა და საფრანგეთის ელჩებს უკვე აცნობა.

იტალიელი და ფრანგი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება რუსეთმა აღნიშნული ქვეყნების მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საპასუხოდ მიიღო.

შეგახსენებთ, აპრილში საფრანგეთმა ქვეყნიდან რუსული დიპლომატიური დაწესებულებების 41 თანამშრომელი გააძევა, იტალიამ კი – 30.

მსგავსი თემები