,,პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება”- ირაკლი ზარქუა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრის მიერ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში აფასებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტიდან გასვლა პრობლემას არ წარმოადგენს.

„არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი. ხან გავიდნენ, მერე შემოვიდნენ, მერე სიები ჩახსნეს, მერე სიების აღდგენას გვთხოვდნენ. მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. არა; ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული, ან სააკაშვილის თემაზე აქცენტირებული, ან ჩაშლაზე, ან პიკეტირებაზე. მგონია, რომ პარლამენტიდან რადიკალური ოპოზიციის გასვლა ტრაგედია არ იქნება. სამწუხარო იქნება, მაგრამ არა ტრაგედია“, – განაცხადა ზარქუამ.

,,მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს პარლამენტი”- ნონა მამულაშვილი

მსგავსი თემები