სოფელ ზარდიაანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ცოტა ხნის წინ სოფელ ზარდიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჰაერო სივრცეში ვერტმფრენიც გამოჩნდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ე.წ. საზღვრის ცალმხრივი მოწყობის შესახებ იუწყება. საუბარია 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე.

მსგავსი თემები