დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთება არ განიხილება

კრემლის პრესსპიკერმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

,,რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერნდუმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მისი წინა ხელმძღვანელის განწყობაზე მეტყველებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ე.წ. კანდიდატმა, 2022 წლის 17 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში, ოკუპირებული ცხინვალის შესვლასთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები