ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა.

შეხვედრა ბრიუსელში დღეს 18 მაისს იყო დაგეგმილი. ოფიციალური კომენტარი შეხვედრის გაუქმებასთან დაკავშირებით არც ქართულ მხარეს და არც NATO-ს პრესცენტრს არ გაუკეთებია.

შეხვედრის გაუქმების სავარაუდო მიზეზად იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

 

მსგავსი თემები