,,ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის სიცოცხლე”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მარიუპოლის მცველებმა ათასობით რუსი ჯარისკაცი შეაკავეს და არ მისცეს საშუალება, ქვეყნის სხვა რეგიონებში გადასულიყვნენ. რეზნიკოვის თქმით, ახლა უკრაინის ხელისუფლების მიზანი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენაა.

„მარიუპოლის გარნიზონის გმირობის წყალობით შესაძლებელი გახდა კიევიდან რუსი ოკუპანტების ჯარების გაყვანა. მათ შეასრულეს ბრძანება, შეეკავებინათ 20 000 რუსი დამპყრობლების ჯგუფი და არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიეში და კიდევ უფრო მეტად დონეცკის ოლქში. ჩვენი მთავარი მიზანია, გადავარჩინოთ მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის სიცოცხლე, რომელშიც შედიან საზღვაო ქვეითები, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, პოლიცია, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდია, ცალკეული ლეგიონის „აზოვის“ ჯარისკაცები. მე მესმის მარიუპოლის მკვიდრი დამცველების სურვილი ჩინეთთან მიმართებაში. ჩინეთის სუბიექტურობა ამ შემთხვევაში ცოტას გადაწყვეტს. ერთი თვის წინ მე თვითონ განვიხილე სტამბოლში თურქეთის ჩართვის შესაძლებლობა პრეზიდენტ ერდოღანთან, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. კრემლის ლიდერს ხომ თავისი იდეა და ხედვა აქვს. სწორედ ამიტომ, პუტინმა საბოლოოდ უარი უთხრა ერდოღანს“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

მსგავსი თემები