„აზოვსტალიდან გუშინ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი 53 სამხედროს ევაკუაცია”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გათავისუფლების ოპერაცია გრძელდება.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მძიმედ დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ განხორციელდა ჩვენი მძიმედ დაჭრილი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით. ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე. ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

მსგავსი თემები