,,მინდა ნაციონალურმა მოძრაობამ დაშლაზე უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე პარლამენტის დატოვებაზე“-იაგო ხვიჩია

 „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ არ აპირებს ,,ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებულ აქციებს შეუერთდეს. მისი განმარტებით, ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს უხერხულია.

„მგონი, ასეთ რამეს არავინ დაუჯერებს, ვიდრე „ნაცმოძრაობა“ არ ამბობს საქმიან სიტყვას – დავიშალეთ. არ ვაპირებთ, ამ აქციებს შევუერთდეთ. სხვასაც ვურჩევთ, მასში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან უხერხულია ამ ხალხის ტარება აქციაზე ისე, რომ მიზანი არ გაქვს, სათქმელი არ გაქვს, გეგმა არ გაქვს. ჯერ ესენი უნდა მოიფიქრო და ხალხს მხარდაჭერისთვის შემდეგ უნდა დაუძახო. უნდა იცოდე, ადამიანების დახმარება რაში გჭირდება. თუ ეს არ იცი, ადამიანებს ვერ გააგებინებ რა გინდა და ნებისმიერ შემთხვევაში იმედგაცრუებას გამოიწვევ. მგონია, რომ ნიკა გვარამია ტყვე არის, მაგრამ ციხიდან მის გამოყვანას ამის ლაპარაკი არ უშველის. ამისთვის მთავარი ბრძოლის შეწყვეტაა და დაორგანიზებული აქციები ბრძოლის შეწყვეტას კი არ ეხება, არამედ ბრძოლის გამძაფრებას და თან ისეთ დროს, როცა ამის ძალაც არ არსებობს. ეს არასწორი ნაბიჯია. კიდევ ერთხელ ვცდილობ, ეს ადამიანები იმ შეცდომებისგან ვიხსნა, რომლის დაშვებასაც აპირებენ. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, ეს ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან ლოგიკური შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ ბრძოლას არ წყვეტს. მინდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშლაზე უფრო მეტი ისაუბროს, ვიდრე პარლამენტის დატოვებაზე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები