სპეცოპერაციის შედეგად 70-მდე ადამიანი დააკავეს

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციისა და შემდგომი საგამომძიებლო მოქმედებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 70-მდე ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან აშშ-სა და ბრიტანეთის მოქალაქეები. მათ ადმინისტრაციული წესით სამართალდარღვევას ედავებიან, კერძოდ, წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას.

11 მაისს, ღამის საათებში სპეცოპერაცია ხუთ ღამის კლუბში ჩატარდა. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის და ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულია 8 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი 70-მდე პირი.
შსს-მიერ, ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლეს.

მსგავსი თემები