,,ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა საგანმანათლებლო მარათონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი დასახულ მიზნებს განახორციელებს და გაიმარჯვებს. მისი თქმით, პუტინს მთელი ქვეყანა უჭერს მხარს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ჩვენ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს. პუტინს მხარს უჭერს მთელი ქვეყანა. მას მთელი თაობა უჭერს მხარს. ჩვენ მივაღწევთ ჩვენსას და თქვენ უკეთესად იცხოვრებთ, თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები