,,პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”- ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს ნიკა გვარამია შეიწყალოს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მზად არის პრეზიდენტს შეხვდეს და აღნიშნულ საქმეზე ომბუდსმენის შეფასება გაუზიაროს.

,,პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვნახოთ განაჩენი შევისწავლოთ და აუცილებლად გვექნება ჩვენი სრულყოფილი შეფასება სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გუშინვე გავაკეთე მიმართავ, პრეზიდენტის მიმართ, რომ მზად ვარ შევხვდე და ჩვენი სამართლებრივი შეფასებები და მოსაზრებები გავუზიარო.

ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, საერთაშორისო პრაქტიკით, არ წარმოადგენს დანაშაულს, ამის მტკიცებულებები გვაქვს, გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრება და რა თქმა უნდა, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია, რომ თუკი პირის მიმართ დადგა განაჩენი, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს”,- განაცხადა  ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები