,,ნიკა გვარამიას საქმე კითხვებს აჩენს”- დიეგო კოლასი

,,არ ვაკეთებ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, თუმცა ნიკა გვარამიას საქმე კითხვებს აჩენს, – აღნიშნული განცხადება, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა გააკეთა. დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას დაკავების საქმეზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს ბადებს კითხვებს. პირადად მე არ ვაკეთებ კომენტარს ინდივიდუალურ საქმეებზე, სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც აჩენს კითხვებს. ფუნდამენტური კითხვა, ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც აქ სასწორზე დევს, არის სიტყვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტები კანონზე მაღლა დგანან, თუმცა როდესაც არის სასამართლო დევნა, სასამართლო საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ თავიდან იყოს აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა.

დგას თუ არა ეს საკითხი აქ, ეს არის კითხვა, რომელსაც ხალხი დასვამს, დაცულია თუ არა საქართველოში სრულად სიტყვის თავისუფლება თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა, ეს არის კითხვა. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც იქნება, რატომ არის ოპოზიციურად განწყობილი ამდენი ადამიანი საქართველოში ციხეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე მივიღებ ამ შეკითხვებს, მე არ მაქვს პასუხები; თუმცა, დარწუნებული ვარ, რომ ამ შეკითხვებს მივიღებ“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.

მსგავსი თემები