,,ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი”-ირაკლი კობახიძე

,,კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება ეს არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა,”- აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში უზრუნვეყოფილია სამართლის უზენაესობა და ამ პრინციპებიდან გადახვევა არ მოხდება.

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ უზრუნველყოფილია სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა, კრიმინალი იჯდება ციხეში, ვინც არ არის კრიმინალი ის იქნება გარეთ და ა.,შ. ეს არის მარტივი პრინციპები რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და ვერავინ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებიდან. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ერთი და იგივე გვარები, მათ შორის უცხოელი ლობისტები მუდმივად ხელს აფარებენ კრიმინალს და კრიმინალებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა საქართველო არის სახელმწიფო და იდგება იმ პრინციპებზე, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს არ შეუქმნის.

,,უნდა გამოვეხმაუროთ, იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ტოლობის ნიშანი დასვან გვარამიას არდასჯასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის – მათ პასუხად მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი არა არის კორუფცია, ძარცვა და უსამართლობა, ევროკავშირი სწორედ სამართლის უზენაესობა და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებაა, შესაბამისად, სწორედ ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი”,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები