,,რუსეთი გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

,,კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს,” – აღნიშნულ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რეგიონში დაზიანებული შენობების უმეტესობა საცხოვრებელი სახლებია.

„ამ ზიანის მასშტაბები მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, გარჩევის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით,“ – აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, რუსეთი საარტილერიო დაბომბვას, სავარაუდოდ, სამიზნის აღქმადობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო იყენებს.

„უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს პოზიციები დონბასში,“- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი თემები