,,მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს”- მიხეილ სარჯველაძე

,,ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ სარჯველაძე ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი განცხადებით, არასწორი მიდგომაა მედიასაშუალებებში მოღვაწეობის გამო, თავი აარიდო მართლმსაჯულებას.

,,რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ, განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში, მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცები თვლიან, ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რადგან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა –  თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები