დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, შვედეთი და ფინეთი NATO-ში დაუყონებლივ უნდა გაწევრიანდნენ. ლიზ ტრასის განმარტებით,  დიდმა ბრიტანეთმა ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი მტკიცედ დაუჭირა.

,,ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან, როგორც NATO-ს ახალ მოკავშირეებთან მუშაობას და მზად ვართ, მათ გაწევრიანების პროცესში ჩვენი დახმარება შევთავაზოთ. ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების დეკლარაციები, რომელთაც შვედეთთან და ფინეთთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას ხელი მოეწერა, აჩვენებს ჩვენს მტკიცე და ცალსახა ერთგულებას ორივე ქვეყნის მიმართ, ამ პროცესში და მის მიღმა,” – აღნიშნავს ლიზ ტრასი.

მსგავსი თემები