,,ჩვენ ვხედავთ საშინელ სისასტიკეს და ომის დანაშაულებს, მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც პუტინის ომს გაექცნენ”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა  უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა პარტნიორებთან ერთად ეხმარება უკრაინას და რუსეთს მძიმე ეკონომიკურ ფასს აკისრებს.

,,ჩვენ ვხედავთ საშინელ სისასტიკეს და ომის დანაშაულებს, მასობრივ საფლავებში დამარხულ ბავშვებს, მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც პუტინის ომს გაექცნენ. შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთს აკისრებს მძიმე ეკონომიკურ ფასს, რათა პუტინს პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მორალური გამბედაობისთვის და სიცხადისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ამ კრიზისის დასაწყისიდან: დაუყონებლივ დაგმეთ რუსეთის აგრესია, მიიღეთ უკრაინელი ლტოლვილები.

ჩვენ ერთად ვაჩვენებთ დემოკრატიების ძალასა და შესაძლებლობებს, შეძლონ ერთიანი მოქმედება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს უთხრან “არა” რუსეთის აგრესიას და ჩვენ ვეუბნებით “არას” ტირანიას და იმ იდეას, რომ 21-ე საუკუნეში ავტოკრატია დემოკრატიებს უკან ჩამოიტოვებს, რადგან ჩემი აზრით, ეს სასწორზე დგას,”- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები