პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ

ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის ქარხნიდან“ მძიმედ დაჭრილების გამოყვანასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მძიმედ დაჭრილების გამოყვანა „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მოხერხდა. მას იმედი აქვს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს გადაარჩენენ.

,,უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.  უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები.  ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას დრო სჭირდება”, – აცხადებს პრეზიდენტი.

„აზოვსტალის ქარხნიდან“ მძიმედ დაჭრილები გაიყვანეს

მსგავსი თემები