კიდევ ერთი რუსი მილიარდელის ქონება დააყადაღეს

რუსი მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის აქტივები დაყადაღებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ მიიღო. ჯამში, მას  12,4 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივები გაუყინეს, რაც დაახლოებით 420 მილიონი დოლარს უდრის.

ფრიდმანის აღნიშნული აქტივები „ალფა ბანკის“ უკრაინის ფილიალში ინახებოდა.

მილიარდელი ამ ეტაპზე ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი განმარტებით, უკრაინაში მოვლენების ასე განვითარება ძალიან საგანგაშოა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე ზემოქმედების არავითარი მექანიზმი გააჩნია.

 

მსგავსი თემები