„ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს” – კარლ ჰარცელი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკავებას ევროკავშირი საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს.

„მთავარი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გენერალურ დირექტორს, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლის საფუძველზე. ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, მაგრამ,  აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება ნდობისა განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა. ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია  სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

 

მსგავსი თემები