„შიმშილი არ გვემუქრება, თუმცა, მსოფლიოში კრიზისი ნამდვილად არის“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე, ეს ფაქტია. ვხედავთ მსოფლიოში რაც ხდება“ – აღნიშნა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში” და მსოფლიოს ლიდერების განცხადების მაგალითი მოიყვანა.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით მსოფლიოში მთავარ თემად სწორედ სასურსათო უსაფრთხოება იქცა.

„აშშ-ის თუ საფრანგეთის პრეზიდენტები, გაეროს გენერალური მდივანი, თუ სხვა ლიდერები გამოდიან და სწორედ ხორბალზე საუბრობენ. შეცვლილია პრიორიტეტები მათ შრის სასურსათო უსაფრთხოებისა და ადგილობრივი წარმოების კუთხით. საქართველოც მათ შორის უნდა იყოს“ – აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარია, რომ მსოფლიოს ემუქრება შიმშილი ხორბლის დეფიციტის გამო. არსებული ვითარების გამო, ხორბლის მთავარმა ექსპორტიორმა ინდოეთმა ექსპორტი აკრძალა.

როგორც სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, შიმშილი არ გვემუქრება.

„დიდი შვიდიანის ქვეყნების განცხადება მიმართულია მსოფლიო ქვეყნების კრიზისის დასაძლევად. უკრაინაში ჩარჩენილია 20 მილიონი ტონა ხორბალი, რომელსაც რუსეთი ბლოკავს. თუ ნავსადგურები არ გაიხსნა, ეს მოცულობა ვერ გამოვა უკრაინიდან. პრობლემა გლობალურია. რაც შეეხება შიმშილს, ჩვენ არ გვემუქრება, თუმცა, მსოფლიოში კრიზისული სიტუაცია ნამდვილად არის“ – აღნიშნა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.       

მსგავსი თემები