„მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მიუკერძოებლად უნდა მოხდეს“ – კელი დეგნანი გვარამიას დაკავებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. აღნიშნული შეფასება კელი დეგნანმა მედიასთან, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას გააკეთა.

„მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც საზოგადოებას აქვს გარკვეული ეჭვი და არ აქვს ნდომა ამ გადაწყვეტილების მიმართ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს ძალიან მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ.  საზოგადოებას არ უნდა დარჩეს ეჭვები კონკრეტული საკითხის და სასამართლო სისტემის მიმართ. როდესაც საქმეში ჩართულია მედია ორგანიზაცია, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საკითხს. რადგანაც დღის წესრიგში დგება ძირითადი დემოკრატიული პრინციპები – მედია თავისუფლება და ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოზე“ – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები