„ამ საქმემ დასაწყისშივე წარმოშვა ბევრი კითხვა“ – კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ნიკა გვარამიას დაკავებასთან და სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, სასამართლო რეფორმა, რომელიც 20 წელის მიმდინარეობს, გასაგრძელებელია.

„საქმის შინაარსზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუცა, ამ საქმემ დასაწყისშივე წარმოშვა ბევრი კითხვა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ, ეს ნდობა უნდა არსებობდეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული რომ ამ პროცესში არ იყო პოლიტიკური ჩართულობა და საქმე არ იყო პოლიტიზირებული. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ პროცესში არის შერჩევითი სამართალი,  ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე. საჭიროა გაგრძელდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები რამაც უნდა გააძლიეროს და გახადოს უფრო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“ – განაცხადა კელი დეგმამნმა.

მსგავსი თემები