„ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, წისქვილკომბინატები დაიხურა“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე, წისქვილკომბინატები იხურება. თუ სწორი კონკურენციის პირობები არ იქნება, მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას“ – ეს განცხადება მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა.

როგორც სილაგავა განმარტავს, სამმხრივმა ფორმატმა რომელიც აღნიშნულ საკითხზე იყო შექმნილი თავი ამოწურა. საჭიროა, პრობლემის მოგვარებაში მთავრობის მეთაური ჩაერთოს.

„ამ პრობლემის შესახებ თვეების განმავლობაში ჩვენ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ იმიტომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა თავი ამოწურა. ყველას მოსაზრება იყო, რომ პრობლემა დგას და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი არის მთავრობის თავმჯდომარე ის ასევე ეკონომიკური ბლოკის ზემდგომია, მისი გადასაწყვეტია ეს სიტუაცია”,- განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

ხორბლის იმპორტიორების მოთხოვნაა თანაბარი კონკურენციის პირობები.

„გვინდა, იყოს სწორი კონკურენციის პირობები ხორბლისა და ფქვილის იმპორტს შორის. ამ შემთხვევაში იმუშავებს წისქვილკომბინატი. კონკურენტულ ფასად იქნება ფქვილი პურის ქარხნებისთვის. შესაბამისად, ბაზარზე სტაბილურობაც იქნება. პრობლემა, რომელიც წისქვილკომბინატების დახურვის შესახებ არსებობს, ეს ძალიან სერიოზულია“ – განაცხადა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები