,,ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას გავხდეთ ჭირისუფლები”- ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. მელიას განცხადებით, გვარამიას დაკავება ოპოზიციას არ აძლევს საფუძველს, გახდნენ ჭირისუფლები.

,,ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს და სინამდვილეში მის მხარეს არიან, რომლებიც აკრიტიკებდნენ იგივე ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან როგორც ქომაგები დემოკრატიის. დღეს ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას, გავხდეთ ჭირისუფლები”,- აღნიშნა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები