“ყასტრანგაზ-თბილისის” თანამშრმლებისგან დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი იკვეთება “

ენერგო ომბუდსმენი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით “ყასტრანგაზ-თბილისის” თანამშრმლების დაუდევრობაზე საუბრობს. რობგორც ომბუცმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან.

„შპს “ყასტრანგაზ-თბილისის” თანამშრმლებისგან იკვეთება დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი, რადგან მათ ვერ მოახერხეს გაჟონვის ადგილის აღმოჩენა. არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო” – აცხადებს ენერგო ომბუცმენი.

სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში დატრიალებული არაერთი ტრაგედია ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად.

მსგავსი თემები