აშშ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები მომხრეა, ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდნენ.

როგორც სახელმწიფო მდივანმა ბერლინში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრზე განაცხადა, საერთო ენა უნდა გამოინახოს.

„აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს როგორც შვედეთის, ისე ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ”, – ასეთია ბლინკენის გზავნილი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით,  ფინეთი და შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციებს იფარებენ.

 

მსგავსი თემები