უკრაინის საგარეო მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს გერმანიაში ხვდებიან  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიაში იმყოფებიან. როგორც კულება აცხადებს, არაერთ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და მათ შორისაა, უკრაინის შეიარაღებით მომარაგება. ორმხრივი შეხვედრა ბერლინში შედგა.

„შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა გავაგრძელოთ, რომ უკრაინული სურსათის ექსპორტირება უზრუნველვყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ს მათი ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს კულება სოციალურ ქსელში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეხვედრის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები