„მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება“ – “დიდი შვიდეული” რუსეთს აფრთხილებს

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს მიმართავენ, მოხსნას უკრაინული ხორბლის ბლოკადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს შიმშილი ემუქრება.

„რუსეთის არაპროვოცირებულმა და წინასწარგანზრახულმა აგრესიულმა ომმა გააუარესა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა საკვების, საწვავისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდით. რუსეთთან ერთად, რომელიც ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის გასასვლელ მარშრუტებს, მსოფლიო დგას სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მდგომარეობის გაუარესების წინაშე. ეს იმ დროს, როდესაც 43 მილიონი ადამიანი უკვე ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული შიმშილისგან“, – აცხადებენ G7-ის წევრი ქვეყნები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. უკრაინის ნავსადგურებში კი რუსეთს დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს  ბლოკირებული. ხორბლის წარმოების მხრივ, მსოფლიოში მეორე ქვეყანა ინდოეთია, რომელმაც შექმნილი მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა.

მსგავსი თემები