რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით 17 ივლისს გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ახლად არჩეული „პრეზიდენტი“ აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება ხალხის არჩევანია. ალან გაგლოევი ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას 17 ივლისს გეგმავს.

„სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა“ – აცხადებს ე.წ.  პრეზიდენტი გაგლოევი.

მისივე შეფასებით,  სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვაზე და მოსკოვთან შეთანხმებების შესრულებაზე.

„პრეზიდენტის“ განცხადებით, ინაუგურაცია 24 მაისს გაიმართება,  ე.წ. რეფერენდუმი კი 17 ივლისს.

შეგახსენებთ რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ე.წ. პრეზიდენტის წინამორბედმა ბიბილოვნა გააჟღერა, რომელიც ახლადარჩეულ “პრეზიდენტს” სისრულეში მოჰყავს.

 

მსგავსი თემები