„აზოვსტალიდან“ დაჭრილებისა და ექიმების გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილების გამოსაყვანად რუსეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

როგორც ირინა ვერეშჩუკი აცხადება, საუბარია 60 ადამიანზე, უფრო კონკრეტულად კი სამედიცინო პერსონალსა და მძიმე დაჭრილებზე, რომლებიც ჭრილობებისგან იტანჯებიან და გვირაბში ვერაფრით შველიან.

„ასეული დაჭრილია, პირველ რიგში, მათი გადარჩენაა საჭირო.  რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან, ყველას გამოყვანას არ თანხმდებიან.  ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმებია გამოსაყვანი, სულ 60 ადამიანია“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მსგავსი თემები