„გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი“ – სალომე ზურაბიშვილი

„რაღაცნაირად მინდობილი ვართ იმაზე, რაც ხდება და არ გვგონია, რომ საზოგადოებას ამის შეცვლა შეგვიძლია. გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი“ – აცხადებს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენი საკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ამას სხვა ვერავინ გაგვიკეთებს.

„ან ჩვენ შევძლებთ და მე თქვენი ნაწილი ვარ, ან, თუ ვერ შევძლებთ, ამას  სხვა ვერავინ გაგვიკეთებს – არც უცხოელი, არც ქართველი – ვიღაც ახალი ბელადი. ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რამდენად საინტერესოა სამომავლოდ ეს ქვეყანა, რამდენად იწვევს ინტერესს გარედან, მაგრამ ჩვენ იმ ადგილას უნდა ვიდგეთ, სადაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევთ.  ერთია ინტერესი გააჩინო და მეორე, დაინახონ, რომ რეალურად არაფრის გამკეთებელი არ ხარ. ამ მდგომარეობაში ვართ დღეს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები