„საქართველოში პოლარიზაციამ ძალიან მახინჯი ფორმა და პრაქტიკა მიიღო“ – სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებულნი არ ვართ არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. პოლიტიკურ ელიტაში მომხდარი პროცესები გადმოდის საზოგადოებაზე და ძალიან გვამძიმებს ეს მდგომარეობა“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდეტი და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოება „ზემოდან“ არ იქმნება.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ, რადგან ზემოდან სამოქალაქო საზოგადოება არ იქმნება. თქვენგან უნდა წამოვიდეს ეს,  ეს თქვენი მოვალეობაა თქვენივე მომავლისთვის, რომ შექმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შემდგომში ყველაფრისგან დამცველია. უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რამდენად იარსებებს ყველა ეს მთავარი პრინციპები, რაც დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის. თუ არ იარსებებს, მაშინ ყოველთვის იქნება რაღაც ჭიდილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ პოლარიზაცია, საქართველოში დამახინჯებული ფორმა მიიღო.

„ეს არ არის დისკუსია და სხვადასხვა მოსაზრების ერთმანეთთან შეჯერება, ეს პირდაპირ პერსონალური ლანძღვა და მეორის დისკრედიტაციაა და ეს არის სწორედ ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებულნი არ ვართ არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. პოლიტიკურ ელიტაში მომხდარი პროცესები გადმოდის საზოგადოებაზე და ძალიან გვამძიმებს ეს მდგომარეობა. ჩვენ თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ აუცილებელია, წარსულის რაღაც ნაწილზე ერთნაირი შეხედულების ჩამოყალიბება რადგან ერი არის ის, რომელსაც საერთო წარსული აქვს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები