,,ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას   ეხმაურება. საუბარია, პრემიერის განცხადებაზე, რომელიც მან მოლდოვის არჩევნების მოდელის დაინერგვასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ინიციატივის საპასუხოდ გააკეთა.

„ყველა არჩევნები დასრულებულია, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის შიგნით და გარეთ,  საარჩევნო თვალსაზრისით  დიდი გარღვევებისთვის ბევრს იმუშავებენ.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ხელისუფლება შეიცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მას წარმოუდგენია და თავის სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოება არ აპატიებს. დასავლური ინტეგრაცია არის გზა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ ვიმუშავებთ, რათა საარჩევნო თვალსაზრისით, დიდი გარღვევები იყოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა მოლდოვის საარჩევნო რეფორმის საქართველოში დანერგვაზე მუშაობს

მსგავსი თემები